MITASU SN 5W-30 უახლესი მეხუთე თაობის, 2011 წლის API SN სტანდარტის, 100% სინთეთიკური ბენზინის ძრავის ზეთი.
თანამედროვე API SN სტანდარტი, უმაღლესი იაპონური ხარისხი, დამზადების უახლესი ტექნოლოგიები და ექსკლუზიური დანამატები უზრუნველყოფენ: ძრავის სწრაფ შეზეთვას, ძრავის დეტალების ხახუნის მინიმუმამდე შემცირებას (რის შედეგადაც საგრძნობლად მცირდება საწვავის ხარჯი), ზეთის წვისა და აორთქლების მინიმუმამდე დაყვანას, ზეთის სამუშაო რესურსის გაზრდას, ძრავის მაქიმალურად სტაბილურ მუშაობას.
MITASU-ს ზეთები შეესაბამება მსოფლიოს წამყვან ევროპულ, ამერიკულ და იაპონურ საავტომობილო კომპანიების უმკაცრეს მოთხოვნებს, როგორიცაა BMW, MERCEDES-BENZ, VW, FIAT, AUDI, OPEL, VOLVO, FORD, TOYOTA, LEXUS, INFINITI, NISSAN, MAZDA, MITSUBISHI, HONDA, ACURA, SUZUKI, SUBARU, DAIHATSU, HYUNDAI, KIA, PORSCHE და სხვები.
გავლილი აქვს საერთაშორისო საავტომობილო ორგანიზაციების ტესეტირებები. მინიჭებული აქვს API SN, ILSAC GF-5, საერთაშორისო სტანდარტის სერტიფიკატები.
MITASU - ტრადიციულად უმაღლესი იაპონური ხარისხი, ტრადიციულად მისაღებ ფასად!
დამზადებულია "მიტასუ ოილ კორპორეიშნ, იაპონია"-ს მიერ.
ძირითადი მახასიათებლები - უმაღლესი იაპონური ხარისხი, დამზადების უახლესი ტექნოლოგიები და ექსკლუზიური დანამატები უზრუნველყოფენ ექსპლუტაციის პროცესში, ზეთის ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებების გამოვლენას: შეინარჩუნოს საწყისი სიბლანტე ყველაზე ცხელ ამინდში, ძრავის მაქსიმალური დატვირთვისას; საწყის, ცივ ბრუნზე სწრაფად შეზეთოს ძრავის დეტალები, ბოლომდე შეაღწიოს ძრავის ყველაზე წვრილ სარქველებში. მინიმუმამდე შეამციროს ძრავის დეტალების ხახუნი და ცვეთა, დაიცვას ძრავი მაღალი სიჩქარეებისას და დატვირთვებისას.
საექსპლუატაციო მაჩვენებლები - უზრუნველყოფს ძრავის მაქსიმალურ დაცვას ექსპლუატაციის ყველაზერთულ პირობებში, როგორიცაა: ქალაქის პირობებში, ხშირი დაძვრა და დამუხრუჭება; თავისუფალ სვლაზე ძრავის დიდხანს მუშაობა; მოკლე მანძილებზე გადაადგილება ძრავის საკმარის ტემპეატურამდე გაცხელდებამდე; მაღალი და დაბალი ტემპერატურების ზემოქმედება. ასევე დიდ მანძლებზე და მთაგორიან პირობებში გადაადგილება, მაღალ ბრუნებზე და დატვირთვებზე დიდხანს მუშაობა.
განსაკუთრებული თვისებები - ფლობს საწვავის (ენერგიის) დამზოგავ, ძრავის გამომრეცხავ, ანტიკოროზიულ, მჟავებისა და ტოქსინების გამანეიტრალებელ, კონდიცირების-ძრავის გადახურებისაგან დამცავ საუეთესო თვისებებს.
საწვავის (ენერგიის) დამზოგავი - შეიცავს ძრავის დეტალების ხახუნისა და ცვეთის მინიმუმამდე დამყვან სპეციალურ დანამატს, რის შედეგადაც საგრძნობლად მცირდება საწვავის ხარჯი.
ძრავის გამომრეცხავი - ზეთში შემავალი სპეციელური დანამატები უზრუნველყოფს – საწვავის ნამწვის, დეტალების ცვეთისაგან წარმოქმნილ და სხვა არახსნადი ნივთიერებების ნაწილაკებისგან ძრავის გამორეცხვას.
ანტიკოროზიული - ექსპლუატაცის პროცესში ძრავში წარმოქმნილი წყლის კონდენსატები, ძრავის მეტალის ზედაპირების კოროზიას იწვევენ. კოროზიისგან დაცვა ზეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თვისებაა;
მჟავებისა და ტოქსინების გამანეიტრალებელი-საწვავში შემავალი გოგირდის წვის შედეგად წარმოქმნილი მჟავები და ტოქსიკური ნივთიერებები, აზიანებენ ძრავის დეტალებს. მჟავების და ტოქსინების განეიტრალებაზე ასევე ზრუნავს ძრავის ზეთი;
კონდიცირების - გადახურებისაგან დამცავის თვისება-აფერხებს, ძრავის ურთიერთსაწინააღმდეგოდ მოძრავი დეტალების გაცხელებას, გაფართოებასა და ძრავის გადახურებას. ძრავს გადახურებისგან იცავს ძრავის ზეთი, რომელიც ამ შემთხვევაში გამაგრილებლის ფუნქციას ასრულებს;
ეკოლოგიურად უსაფრთხო - ზეთში ფოსფორისა და გოგირდის მინიმალური შემცველობა პასუხობს ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის მოთხოვნებს.