ძირითადი მახასიათებლები - უმაღლესი იაპონური ხარისხი, დამზადების უახლესი ტექნოლოგიები და ექსკლუზიური დანამატები უზრუნველყოფენ ექსპლუტაციის პროცესში, ზეთის ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებების გამოვლენას: შეინარჩუნოს საწყისი სიბლანტე ყველაზე ცხელ ამინდში, ძრავის მაქსიმალური დატვირთვისას; საწყის, ცივ ბრუნზე სწრაფად შეზეთოს ძრავის დეტალები, ბოლომდე შეაღწიოს ძრავის ყველაზე წვრილ სარქველებში. მინიმუმამდე შეამციროს ძრავის დეტალების ხახუნი და ცვეთა, დაიცვას ძრავი მაღალი სიჩქარეებისას და დატვირთვებისას.
საექსპლუატაციო მაჩვენებლები - უზრუნველყოფს ძრავის მაქსიმალურ დაცვას ექსპლუატაციის ყველაზერთულ პირობებში, როგორიცაა: ქალაქის პირობებში, ხშირი დაძვრა და დამუხრუჭება; თავისუფალ სვლაზე ძრავის დიდხანს მუშაობა; მოკლე მანძილებზე გადაადგილება ძრავის საკმარის ტემპეატურამდე გაცხელდებამდე; მაღალი და დაბალი ტემპერატურების ზემოქმედება. ასევე დიდ მანძლებზე და მთაგორიან პირობებში გადაადგილება, მაღალ ბრუნებზე და დატვირთვებზე დიდხანს მუშაობა
განსაკუთრებული თვისებები - ფლობს საწვავის (ენერგიის) დამზოგავ, ძრავის გამომრეცხავ, ანტიკოროზიულ, მჟავებისა და ტოქსინების გამანეიტრალებელ, კონდიცირების-ძრავის გადახურებისაგან დამცავ საუეთესო თვისებებს.
საწვავის (ენერგიის) დამზოგავი - შეიცავს ძრავის დეტალების ხახუნისა და ცვეთის მინიმუმამდე დამყვან სპეციალურ დანამატს, რის შედეგადაც საგრძნობლად იკლებს საწვავის ხარჯი.
ძრავის გამომრეცხავი - ზეთში შემავალი სპეციალური დანამატები, უზრუნველყოფენ ძრავის გამომრეცხავ საუკეთესო თვისებებს. წმენდს ძრავს საწვავის ნამწვის, დეტალების ცვეთისაგან წარმოქმნილ და სხვა არახსნადი ნივთიერებების ნაწილაკებისგან;
ანტიკოროზიული - ექსპლუატაცის პროცესში ძრავში წარმოქმნილი წყლის კონდენსატები, ძრავის მეტალის ზედაპირების კოროზიას იწვევენ. კოროზიისგან დაცვა ზეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თვისებაა; მჟავებისა და ტოქსინების გამანეიტრალებელი-საწვავში შემავალი გოგირდის წვის შედეგად წარმოქმნილი მჟავები და ტოქსიკური ნივთიერებები, აზიანებენ ძრავის დეტალებს. მჟავების და ტოქსინების განეიტრალებაზე ასევე ზრუნავს ძრავის ზეთი;
კონდიცირების - გადახურებისაგან დამცავის თვისება-აფერხებს, ძრავის ურთიერთსაწინააღმდეგოდ მოძრავი დეტალების გაცხელებას, გაფართოებასა და ძრავის გადახურებას. ძრავს გადახურებისგან იცავს ძრავის ზეთი, რომელიც ამ შემთხვევაში გამაგრილებლის ფუნქციას ასრულებს;
ეკოლოგიურად უსაფრთხო - ზეთში ფოსფორისა და გოგირდის მინიმალური შემცველობა პასუხობს ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის მოთხოვნებს.