TOYOTA–ს უმაღლესი ხარისხის დიზელის ძრავის ზეთი, საუკეთესო ხარისხობრივი და საექსპლუატაციო მახასიათებლებითა და თვისებებით. შექმნილია TOYOTA–ს დიზელის არატურბინირებული ძრავის ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებითნ და გამოიყენება კომპანია TOYOTA–ს მიერ, როგორც ერთადერთი საბაზო ზეთი.
ფლობს საწვავის (ენერგიის) დამზოგავ, ძრავის გამომრეცხავ, ანტიკოროზიულ, მჟავებისა და ტოქსინების გამანეიტრალებელ, კონდიცირების-ძრავის გადახურებისაგან დამცავ საუეთესო თვისებებს.
ტესტირებულია და შემოწმებულია ხარისხთან შესაბამისობისობაზე JASO-იაპონიის საავტომობილო სტანდარტიზაციის ასოციაციის მიერ, რის საფუძველზეც მინიჭებული აქვს იაპონიის შიდა ბაზრის, უმაღლესი ხარისხის პროდუქტის სტატუსი. გავლილი აქვს საერთაშორისო საავტომობილო ორგანიზაციების ტესტირებები. მინიჭებული აქვს API CF, საერთაშორისო სტანდარტის სერტიფიკატი.
რეკომენდებულია კომპანია TOYOTA-ს მიერ.
დამზადებულია იაპონიაში.
განსაკუთრებული მახასიათებლები– აქვს მაღალი სიბლანტის ინდექსი, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიდი გარბენის მქონე და მაღალტემპერატურული დიზელის ტურბინირებულ ძრავებში გამოყენებისთვის. იაპონური ხარისხი, დამზადების უახლესი ტექნოლოგიები და ექსკლუზიური დანამატები უზრუნველყოფენ, ექსპლუტაციის ყველაზე რთულ პირობებში, ზეთის ყევლაზე მნიშვნელოვანი თვისებების გამოვლენას, შეინარჩუნოს ძრავის და ტურბინის გამაგრილებელ თვისებები, საწყისი სიბლანტე ზაფხულის ყველაზე ცხელ ამინდში, ძრავის მაქსიმალური დატვირთვისას: საწყის, ცივ ბრუნზე სწრაფად შეზეთოს ძრავის დეტალები, ბოლომდე შეაღწიოს ძრავის ყველაზე წვრილ სარქველებში.
განსაკუთრებული საექსპლუატაციო მაჩვენებლები – უზრუნველყოფს ძრავის მაქსიმალურ დაცვას ექსპლუატაციის ყველაზე რთულ პირობებში, როგორიცაა: ქალაქის პირობებში, ხშირი დაძვრა და დამუხრჭება და თავისუფალ სვლაზე ძრავის დიდხანს მუშაობა; მოკლე მანძილებზე გადაადგილება, ძრავის საკმარის ტემპეატურამდე გაცხელდებამდე; მაღალი და დაბალი ტემპერატურების ზემოქმედება. ასევე დიდ მანძლებზე და მთაგორიან პირობებში გადაადგილება, მაღალ ბრუნებზე და დატვირთვებზე დიდხანს მუშაობა.
განსაკუთრებული თვისებები – ფლობს ძრავის გამომრეცხავ, ანტიკოროზიულ, მჟავებისა და ტოქსინების გამანეიტრალებელ, კონდიცირების – ძრავის გადახურებისაგან დამცავ საუეთესო თვისებებს.
ძრავის გამომრეცხავი – ახალი თაობის ზეთის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება. ზეთში შემავალი უმაღლესი ხარისხის გამომრეცხავი და დისპერგირებული დანამატები, უზრუნველყოფენ ძრავის გამომრეცხავ საუკეთესო თვისებებს, წმენდს ძრავს საწვავის ნამწვის, დეტალების ცვეთისაგან წარმოქმნილ და სხვა არახსნადი ნივთიერებების ნაწილაკებისგან;
ანტიკოროზიული – ექსპლუატაცის პროცესში ძრავში წარმოქმნილი წყლის კონდენსატები, ძრავის მეტალის ზედაპირების კოროზიას იწვევენ. კოროზიისგან დაცვა ზეთის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი თვისებაა;
მჟავებისა და ტოქსინების გამანეიტრალებელი – საწვავში შემავალი გოგირდის წვის შედეგად წარმოქმნილი მჟავები და ტოქსიკური ნივთიერებები, აზიანებენ ძრავის დეტალებს. მჟავების და ტოქსინების განეიტრალებაზე ასევე ზრუნავს ძრავის ზეთი;
კონდიცირების – გადახურებისაგან დამცავის თვისება – აფერხებს, ძრავის ურთიერთსაწინააღმდეგოდ მოძრავი დეტალების გაცხელებას, გაფართოებასა და ძრავის გადახურებას. ძრავს გადახურებისგან იცავს ძრავის ზეთი, რომელიც ამ შემთხვევაში გამაგრილებლის ფუნქციას ასრულებს;
ეკოლოგიურად უსაფრთხო – ზეთში ფოსფორისა და გოგირდის მინიმალური შემცველობა პასუხობს ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის მოთხოვნებს.