განსაკუთრებული საექსპლუატაციო მაჩვენებლები – უზრუნველყოფს ძრავის მაქსიმალურ დაცვას ექსპლუატაციის ყველაზე რთულ პირობებში, როგორიცაა – ქალაქის პირობებში, ხშირი დაძვრისა და დამუხრჭებისა დროს და ხანგრძლივ თავისუფალ სვლაზე ძრავის მუშაობა; მოკლე მანძილებზე გადაადგილება, ძრავის საკმარის ტემპეატურამდე გაცხელდებამდე; მაღალი და დაბალი ტემპერატურების ზემოქმედება; ასევე დიდ მანძლებზე და მთაგორიან პირობებში გადაადგილება, ძრავის დატვირთულ და მაღალ ბრუნებზე, ხანგრძლივად მუშაობა.
განსაკუთრებული თვისებები –ფლობს საწვავის (ენერგიის) დამზოგავ, ძრავის გამომრეცხავ, ანტიკოროზიულ, მჟავებისა და ტოქსინების გამანეიტრალებელ, კონდიცირების – გადახურებისაგან დამცავ – საუეთესო თვისებებს.
საწვავის (ენერგიის) დამზოგავი–ახალი თაობის ზეთების უპირველესი თვისება. შეიცავს ძრავის დეტალების ხახუნისა და ცვეთის მინიმუმამდე დამყვან სპეციალურ ანტიფრიქციონულ მოდიფიკატორს, რის შედეგადაც საგრძნობლად იკლებს საწვავის ხარჯი. მინიჭეული აქვს ILSAC - EC (Energy Convention) ენერგიის დამზოგავის, საერთაშორისო სტანდარტის სერტიფიკატი. API-ს მიერ სერტიფიცირებულ სხვა სტანდარტულ ზეთებთან შედარებით „EC“ სტანდარტიანი ზეთის გამოყენებისას 10%–მდე მცირდება საწვავის ხარჯი;
ძრავის გამომრეცხავი – ახალი თაობის ზეთის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება. ზეთში შემავალი უმაღლესი ხარისხის გამომრეცხავი და დისპერგირებული დანამატები, უზრუნველყოფენ ძრავის გამომრეცხავ საუკეთესო თვისებებს, გაწმინდოს ძრავი საწვავის ნამწვის, დეტალების ცვეთისაგან წარმოქმნილ და სხვა არახსნადი ნივთიერებების ნაწილაკებისგან;
ანტიკოროზიული – ექსპლუატაცის პროცესში ძრავში წარმოიქმნილი წყლის კონდენსატები, ძრავის მეტალის ზედაპირების კოროზიას იწვევენ. კოროზიისაგან დაცვა ზეთის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი თვისებაა;
მჟავებისა და ტოქსინების გამანეიტრალებელი – საწვავში შემავალი გოგირდის წვის შედეგად წარმოქმნილი მჟავები და ტოქსიკური ნივთიერებები, აზიანებენ ძრავის დეტალებს. მჟავების და ტოქსინების განეიტრალებაზე ასევე ზრუნავს ძრავის ზეთი;
კონდიცირების – გადახურებისაგან დამცავის თვისება – აფერხებს, ძრავის ურთიერთსაწინააღმდეგოდ მოძრავი დეტალების გაცხელებას, გაფართოებასა და ძრავის გადახურებას. ძრავს გადახურებისგან იცავს ძრავის ზეთი, რომელიც ამ შემთხვევაში გამაგრილებელის ფუნქციას ასრულებს;
ეკოლოგიურად უსაფრთხო – ზეთში ფოსფორისა და გოგირდის მინიმალური შემცველობა პასუხობს ეკოლოგიის და გარემოს დაცვის მოთხოვნებს.