K&N-ის ჰაერის ფილტრების გამოყენება ნიშნავს 10%–მდე საწვავის ხარჯის შემცირებას და 10%–მდე ძრავის სიმძლავრის გაზრდას.
K&N ყველაზე წარმატებული ჰაერის და ზეთის ფილტრების მწარმოებელი ამერიკული ბრენდია . 40 წლიანი გამოცდილებით, პროდუქციის უმაღლესი ხარისხით და მომხმარებლის უდიდესი ნდობით, K&N ხარისხიანი ფილტრების ბაზრის მსოფლიო ლიდერია.
დღეს K&N ნულოვანი წინაღობის, მრავალჯერადი გამოყენების ჰაერის ფილტრების ყველაზე მსხვილი მწარმოებელია. პროდუქციის ასორტიმენტი 2400 მოდელის ავტომობილისთვის 3500–ზე მეტ ნაირსახეობას მოიცავს. პროდუქცია განკუთვნილია ევროპული, ამერიკული და იაპონური, ყველა ტიპის მსუბუქი, სატვირთო ავტომობილისთვის და მოტოციკლისთვის.
კომპანია K&N ოთხი მიმართულების პროდუქციას აწარმოებს:
1. საშტატო ფილტრების შემცვლელი ჰაერის ფილტრები;
2. ჰაერის შემშვები სისტემები;
3. უნივერსალური და სარბოლო ავტომობილის ჰაერის ფილტრები;
4. ზეთის ფილტრები.