2010 წლის 10 მაისი. კომპანია "იამატო"–სა და საავტომობილო ზეთების იაპონურ კომპანია "ჯეიტეკ"–ს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას პარტნიორობის შესახებ. ხელშეკრულების საფუძველზე "იამატო", საქართველოში "ჯეიტეკ"–ის საავტომობილო ბრენდ ზეთების ოფიციალური და ექსკლუზიური დილერი გახდა.
"ჯეიტეკი"–ს ოფიციალურ დილერობაზე სურვილი, როგორც "იამატო"–მ, ასევე სხვა ცნობილმა ადგილობრივმა კომპანიებმა გამოთქვეს. "ჯეიტეკი"–ს არჩევანი "იამატო"–ზე შეჩერდა!
როგორც "ჯეიტეკ"–ში აცხადებენ – " არჩევანი გაკეთდა კომპანიაზე, რომელიც მომხმარებელს მხოლოდ ხარისხიან, ორიგინალ საავტომობილო პროდუქციას სთავაზობს და ადგილობრივ ბაზარზე მაღალი ნდობით სარგებლობს. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ ჩვენს გადაწყვეტილებაში – "იამატო", გამოცდილი, კვალიფიციური და სანდო პარტნიორია"
„ჯეიტეკ“-ი (Japanese technologies) ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი იაპონური ბრენდია, მისი მიზანია მომხმარებელს ხარისხიანი ზეთების სეგმენტში ახალი ბრენდი შეთავაზოს, რომელიც დააკმაყოფილებს იაპონური და ევროპული ავტომწარმოებლების უკანასკნელ ტექნოლოგიურ მოთხოვნებს.
ქართულ ბაზარზე ბრენდი „ჯეიტეკ“–ი წარმოდგენილი იქნება როგორც იაპონური, ასევე სპეციალურად ევროპული ავტომობილებისთვის დამზადებული ძრავის, გადაცემათა კოლოფის, ხიდის, გამანაწილებლის ზეთებით, საჭის გამაძლიერებლის, სამუხრუჭე მექანიზმის სითხეებით.
„ჯეიტეკი“–ს პროდუქცია ოფიციალურად აღიარებულია და დაშვებულია JASO (იაპონიის საავტომობილო სტანდარტიზაციის ასოციაცია) ACEA (ევროპულ ავტომწარმოებელთა ასოციაცია) მიერ ყველა იაპონურ და ევროპულ ავტომობილში გამოყენებისათვის. ზეთებს გავლილი აქვთ საერთაშორისო საავტომობილო ორგანიზაციების ტესტირებები. მინიჭებული აქვთ API SM, SL, CF, ILSAC GF-4, ACEA A3/B3/B4/C3, "EC" (Energy Convention) ენერგიის დამზოგავის, საერთაშორისო სტანდარტის სერტიფიკატები. |
© Copyright 2011 Yamato Ltd. All Rights Reserved. This Website is Property Of Yamato Ltd |